ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი - ვალენტინა მატვიენკო საქართველოს ხელისუფლებაზე

16:17 06-30-2019
241

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რუსეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად," - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

მატიენკოს თქმით, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი არ არსებობს და პროვოკაცია მანამდე დაიგეგმა, რათა წამოწეულიყო რუსოფობიური ტალღა.

„ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა. ისინი არ აირიან დამოუკიდებლები. ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დაალაგებს ქვეყანაში ურთიერთობას, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოსწიეს, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს - ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი," - განაცხადა მატვიენკომ.