ილია II - რთულ დროს ვცხოვრობთ, სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს მიაღწევს ადამიანი

13:47 06-30-2019

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ დღეს საზოგადოება რთულ დროში ცხოვრობს, არსებობს ახალი პირობების მოთხოვნა, თუმცა მოპოვება არც ისე ადვილია. 

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების. იცით არის ქართული მონასტერი ივერონი და შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი. ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს ",- თქვა პატრიარქმა.