ისტორიაში პირველად - აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე

11:46 06-30-2019

ისტორიაში პირველად აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შევიდა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა. 

„მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ“, - ასე მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს.

„ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, რომ ვიმუშაოთ უკეთეს მომავალზე“, - ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ კვლავ დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა. 

ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უკვე მესამე შეხვედრაა.