თქვენ ჩემი სისხლი გწყურიათ, როგორც მე თქვენი - მალხაზ მაჩალიკაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს

22:09 06-29-2019
631

ივანიშვილო, გახარია, თქვენ შეგყავთ სპეცრაზმელები შეცდომაში და არცხვენთ მათ მუნდირს, თქვენი ბრალია ყველაფერი, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მაჩალიკაშვილის თქმით, გახარიას „უდანაშაულო ბავშვები დაასახიჩრა“ არ ეპატიება. მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შს-მინისტრი გახარია უნდა გადადგეს. 

„მინდა მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, პირადად ივანიშვილს და გახარიას, როგორც დღეს თქვენ ხედავთ, ერთობა და გამოხატულება, ერთი მეორეში გადადის. იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ხალხი გატყდება ან დაიღლება. ეს ადამიანები სამართალს ითხოვენ. თქვენ ისეთი რამე დააშავეთ, რაც გამოუსწორებელია. ნებისმიერი ხელისუფლება გადადგებოდა, თქვენ ადგილას. ისეთი დანაშაული ჩაიდინეთ, აქ 20-21 ივნისს, მე არ გამიკვირდებოდა, რომ გესროლათ ჩემთვისაც. თქვენ ჩემი სისხლი გწყურიათ, როგორც მე თქვენი, გახარია იქნებით თუ ივანიშვილი. თქვენ, მშვიდობიან ახალგაზრდებს, რომლებიც გამოვიდნენ, რომ გამოეთქვათ მშვიდობიანი პროტესტი, ტყვიები ესროლეთ და დაასახიჩრეთ ბავშვები, არ გეპატიებათ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას საზოგადოების ნაწილი უკვე 10 დღეა ითხოვს.