“გახარია წადი”- ერთკაციანი აქცია ქუთაისის მერიის წინ

20:46 06-29-2019
632

“გახარია წადი”-ამ სლოგანით ქუთაისის მერიის წინ ერთკაციანი აქცია გაიმართა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” იურისტი თეო ზაქარაშვილი, 20 ივნისს, თბილისში მომხდარი ღამის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

“გახარია წადი, ჩემი ერთკაციანი აქცია ქუთაისის მერიის წინ. ეს პოლიციელი წესრიგზე ზრუნავდა მთელი აქციის განმავლობაში,”- წერს სოციალურ ქსელში თეო ზაქარაშვილი.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქცია თბილისშიც მიმდინარეობს, ასეულობით აქციის მონაწილე ქვეყნის პირველ პოლიციელს თანამდებობის დატოვებას სთხოვს.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე