ახალი დეტალები მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქმეზე

12:12 06-29-2019
4349

იტალიური მედია 27 წლის ქართველი გოგონას, იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე წერს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, რომელმაც ქართველ გოგონას სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.

იტალიური მედიის ცნობით, 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა და პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავა. კაგბო იზა ქავთარაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ,  27 წლის იზა ქავთარაძე იტალიაში, მილანში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და იტალიაში სას­წავ­ლებ­ლად იმყოფებოდა.