„ეს ადამიანი ყველაფერია საქართველოს მოკავშირის გარდა“ - ნიკა გვარამია გერმანიის ელჩს აკრიტიკებს

11:49 06-29-2019
943

ტელეკომპანია რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოშ გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს აკრიტიკებს.

დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა. ეს ტექსტი, თუ ის მართლა მისია, არის აბსოლუტური სირცხვილი და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების მინიმუმ არ ცოდნა,- წერს გვარამია ელჩის შესახებ.

width=600

გვარამიას გაღიზიანება ელჩის ინტერვიუმ გამოიწვია, რომელშიც ის რუსთაველზე მიმდინარე აქციებს აფასებს და ამბობს, რომ „ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია, წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით“.

დეტალურად, ელჩის კომენტარი ნახეთ აქ.