უზბეკეთში ატრაქციონი მოძრაობისას შუაზე გადატყდა

23:31 06-28-2019
23278

უზბეკეთში, ქალაქ ჯიზაკში დასასვენებელ პარკში ატრაქციონი მოძრაობისას გადატყდა. ამ დროს მასზე ადამიანები იმყოფებოდნენ.

საშინელ კადრებში ჩანს, როგორ გატყდა ის შუაში და ეცემა მიწაზე. ისმის ადამიანების კივილი. ჩამოვარდნილ კაბინასთან დასახმარებლად მორბიან.

თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტის დროს დაიღუპა 19 წლის გოგო. თუმცა, ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაახმოვანებენ.