რუსეთი გვჭირდება, რუსეთი უნდა იყოს ჩვენი მოკავშირე - ქეთევან კიკნაძე

12:41 06-25-2019
2054

„არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი. თავმოყვარეობა მეც მაქვს, მაგრამ უნდა ჩავიგდო ენა რომ არ გავაღიზიანო ვიღაცა. ჩვენ რუსეთი გვჭირდება“-ასე ეხმაურება მსახიობი ქეთევან კიკნაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთთან ურთიერთობებს. მსახიობი მიიჩნევს, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე რუსეთის მიმართ „სიძულვილის ასეთი მკვეთრი გამოხატულება არ შეიძლება“

„არსებობს  საფრთხე, რომ ოკუპაცია გაიზარდოს, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს უცენზურო სიტყვები და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ. რუსეთი აგრესორია და სიძულვილის ასეთი მკვეთრი გამოხატულება არ შეიძლება. ერთი ადამიანის გულისთვის ქვეყანა ააყირავეს.  ოკუპაციის ხაზთან მივიდნენ და იქედან აქნიონ თითები. რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. ნაპოლეონმა დაიბარა ანდერძით, არ ეომოთ რუსეთს, ესენი ვის ეომებიან? ვერავინ ვერ გაუმკლავდა რუსეთს და მაინდამაინც საქართველოს უნდა რომ გაუმკლავდეს?“-ამბობს „პრაიმტაიმთან“ მსახიობი

ქეთევან კიკნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს „რუსეთი სჭირდება“

რომ ლაპარაკობენ არ გვინდა რუსეთიო, ძალიან უნდათ ტურისტები, ძალიან უნდათ ფულის კეთება? ეს როგორი შეთავსებაა მე არ მესმის. ჩვენ რუსეთი გვჭირდება, რუსეთი უნდა იყოს ჩვენი მოკავშირე. რუსეთთან უნდა გვქონდეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა ისეთი როგორიც სხვა ქვეყნებთან.გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ  მკაცრი პასუხი რუსეთს კი არ გავეცით, ჩვენს თავს გავეცით და სათანადოთ დავისაჯეთ კიდეც.  რუსეთთან ურთიერთობაში შეცდომა დავუშვით“-ამბობს ქეთევან კიკნაძე

ავტორი: თორნიკე ხურციძე