ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713945035

საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან.„მამული, ენა, სარწმუნოება - დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი უცვლელია - ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია. სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ უკავშირდება.„ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით არის გამყარებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ზოგადად, ყველა წარმატება, რაც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს, ასოცირდება იმ გუნდთან, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. დღეს ჩვენი ვალდებულებაა - გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის „მთავარი საუნჯე“, რასაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო და ამ ღირებულებებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.„მინდა, მივმართო ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი: მოდით 29 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე.20:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ღონისძიება. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ მთავარი და უმთავრესი არის სამშობლო - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, აღნიშნული შეკრების დისკრედიტაციას შეგნებულად ეწევიან.„ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, მოვიდეს აქციაზე და მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და გაძლიერებას. ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, საჯარო მოხელეებსაც კი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1713944323

სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! ამიტომაც აღიზიანებთ უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეორგოლს ეხმიანება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტების არასრული სიაა წარმოდგენილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ზემოთ ჩამოთვლილი ქველმოქმედება ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა და სწორედ ეს აღიზიანებთ საქართველოს მტრებს, რომ არა სხვას, არამედ თავის სამშობლოს უკეთებს ასეთ დიდ საქმეებს.„მითხარით რა არ მოგწონთ? სხვებისგან განსხვავებებით ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა! უმადურებს, მავნებლებს და საქართველოს მტრებს, ამიტომაც აღიზიანებთ, რომ არა სხვას, არამედ თავის სამშობლოს უკეთებს ასეთ დიდ საქმეებს!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713944190

სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ - კახა კალაძე

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, აღნიშნული სტადიონი დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე უშუალოდ დედაქალაქს.„ეს არის მეგაპროექტი, რომელსაც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები და მორაგბეები, რაც მთავარია, მათი ქომაგები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ სპორტის ეს ორი სახეობა. მე პირადად, მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის ირაკლი კობახიძეს დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, სპორტული მოედანი უმაღლესი სტანდარტების იქნება, რაც მოიტანს შესაძლებლობას, თბილისმა უმაღლესი დონის მატჩებს უმასპინძლოს.„ეს იქნება უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც თავისთავად ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ  უმაღლესი დონის მატჩებს თბილისში და დედაქალაქს ჰყავდეს მეტი ვიზიტორი, მეტად გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და თბილისი სპორტულმა სამყარომ და ყველა იმ უცხოელმა, რომელიც ინტერესდება არა მარტო სპორტით, არამედ სხვა ერების კულტურით. იცით, რომ თბილისში არსებული სტადიონები ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომლითაც შეიძლება, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩავატაროთ. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია“,  - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713944110

საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.„მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.„მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს. მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა.  ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე

საზოგადოება 1713943951

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა  შემოწმდეს, აკუმულატორია, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. ამიტომ, როგორც კი ტემპერატურა აიწევს, მძღოლებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, იზრუნონ მის ჩანაცვლებაზე.26 აპრილის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში უმაღლესი ხარისხის  აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მომხმარებელი VARTA-სა და EXIDE-ის აკუმულატორების შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებს, ხოლო ENERGIZER-ის აკუმულატორებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.VARTA აკუმულატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი გერმანული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, რომლებიც აკუმულატორების წარმოებაშია მიღებული.რაც შეეხება EXIDE-ს, ეს არის ამერიკული ბრენდი. მისი აკუმულატორები, VARTA-ს მსგავსად, გამოირჩევა  მაღალი ეფექტურობით, გამძლეობითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით. EXIDE-ის პროდუქცია განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის.ამერიკული ბრენდის Energizer-ის აკუმულატორები ასევე გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით და აქვს ასევე კოროზიისგან დაცვის ძლიერი მექანიზმი. ამ ბრენდის პროდუქცია დამზადებულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს.სამივე ბრენდი აკუმულატორებს აწარმოებს მოწინავე AGM და EFB  ტექნოლოგიებით. AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვს კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას. აკუმულატორის შერჩევისას მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მწარმოებლის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც განსაზღვრულია, რა ზომისა და ამპერაჟის აკუმულატორი შეესაბამება ავტომობილს. თუ მყიდველი იმაზე მაღალი ან დაბალი ამპერაჟის აკუმულატორის შეძენას გადაწყვეტს, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის განსაზღვრული, ამან შესაძლოა, ავტომობილის სხვა დეტალების დაზიანება გამოიწვიოს.„თეგეტა მოტორსში“ VARTA-ს, EXIDE-სა და ENERGIZER-ის აკუმულატორების დიდი არჩევანია და შესაძლებელია ნებისმიერ ავტომობილზე მორგებული აკუმულატორის შერჩევა, რაშიც მომხმარებელს „თეგეტას“ გამოცდილი სპეციალისტები დაეხმარებიან. თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.