ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს

11:42 06-24-2019
708

„ქართული ოცნების“ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები დილით, 8 საათზე შეიკრიბნენ.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის ლიდერები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.

უმრავლესობის სხდომაზე სავარაუდოდ აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები განიხილეს.

რამდენიმე წუთში კი პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდება.