ბექა ჩხაიძე როსტოსთან ოცწლიან მეგობრობაზე - „დაღვინებულია, ციხეში საფიქრელად დიდი დრო ჰქონდა“

18:05 06-18-2019
3517

მომღერალი ბექა ჩხაიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „ფეისბუქზე“ ლევან როსტოშვილის ციხიდან გამოსვლის ამბავი ამ ფაქტამდე რამდენიმე კვირით ადრე დააანონსა. ლევანი ერთი თვის წინ გამოვიდა ციხიდან და როგორც მისი დედა, მაია ქაჩლიშვილი პრაიმტაიმთან აცხადებდა, კარგად გამოიყურება, ნავარჯიშებია, ბევრს კითხულობდა და ცხოვრების ძველ სტილს დაუბრუნდა. როსტო ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. როსტოშვილის და ჩხაიძის მეგობრობა კი ოც წელს ითვლის. ანსამბლ „ქართული კვარტეტის“ მომღერალი „პრაიმტაიმს“ ამ მეგობრობის დასაწყისზე უყვება. 

ბექა ჩხაიძე: - როსტოს ციხეში საფიქრელად დიდი დრო ჰქონდა. ამიტომ ახლა მოწოდების სიმაღლეზეა, გამოვიდა თუ არა, ჩაება საქმეში, ბიზნესში. დიდი სამეგრო ჰყავს და არავინ დატოვებს ისე. ამ პაუზას გვერდში დგომით ვუნაზღაურებთ. კარგად არის, ნავარჯიშებია. მოვლილი და შენახულია  გამოვიდა თუ არა, ერთ კვირიანი ქეიფი და სმა-ჭამა გვქონდა გაჩაღებული. დიდი მონატრებით ველოდით და დავხვდით. კარგი ქართული ქეიფი ენატრებოდა თავისი „მრავალჟამიერით“. სიმღერა კი ეხერხება...

რა მხრივაა შეცვლილი?

- დაღვინებულია. კითხულობდა, ფიქრობდა. განათლება მანამდეც არ აკლდა, მაგრამ ახლა ზე ნიჭიერი გამოვიდა ციხიდან. 

- ზაფხულში რა გაქვთ დაგეგმილი?

- შემოვივლით საქართველოს, ზღვას და მთას. 

- რამდენ წლიანი თქვენი მეგობრობა?

- ჩვენი მეგობრობა 20 წელს ითვლის. დისტრიბუტორები რომ ვიყავით, იქიდან მოყოლებული ვმეგობრობთ. სოსისების ქარხანაში ვმუშაობდით და მაღაზიებს ვამარაგებდით - მე, დათუნა სირბილაძე და როსტო. დათუნას მამას ჰქონდა ქარხანა და თავიდანვე შრომას გვასწავლიდა. პატარები ვიყავით. გაჭირვება და ყველა ეტაპი ერთად გამოვიარეთ. 

- ასეთი განსაცდელის ეტაპი აძლიერებს ადამიანს?

- გააჩნია ვინ როგორ უყურებს. ხელი არ უნდა ჩაიქნიო და არ უნდა შეეგუო ცუდ სიტუაციას. უნდა წამოდგე, დაეცემი კიდე უნდა წამოდგე... და ასე დაუსრულებლად. ცხოვრება ბრძოლაა. 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე