როგორ მიესალმა ჰაკუჰო გაგამარუს - იოკოძუნას ღირსეული საქციელი (ვიდეო)

15:01 06-13-2019
713

ივლისში იაპონიაში მომდევნო დიდი ტურნირი აიღებს სტარტს. ნაგოია ბაშოს დაწყებამდე სუმოისტები სხვადასხვა სახის მომზადებას გადიან.

ერთ-ერთ ასეთ ტურნირზე ისეთმა სუმოისტებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან იოკოძუნა ჰაკუჰო, ასანოიამა, გოეიდო და ქართველი რიკიში თეიმურაზ ჯუღელი (იგივე გაგამარუ).

ტურნირის დაწყებამდე ჰაკუჰოსთან შედარებით დაბალი რანგის სუმოისტები მიდიოდნენ და მისალმების ნიშნად თავს უკრავდნენ, განსაკუთრებული ყურადღება კი ბუნებრივია გაგამარუს ლეგენდარული იოკოძუნას მისალმებამ გამოიწვია.