ინდოეთში ტოქსიკური ნაყოფის ჭამის გამო, 53 ბავშვი გარდაიცვალა

14:42 06-13-2019
38

ინდოეთში, ბიხარის შტატში,  ბოლო 10 დღის განმავლობაში 53 ბავშვი გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, ყველა მათგანმა გარდაცვალებამდე მცენარე ლიჩის ნაყოფი შეჭამა, რომელიც, სავარაუდოდ, ტოქსინებს შეიცავდა.

კიდევ 40 ბავშვი მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოებშია მოთავსებული.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიჩის ნაყოფთან დაკავშირებული დაავადებები ბიხარის შტატში 1995 წლიდან ყოველ ზაფხულში ფიქსირდება, 2014 წელს დაავადებამ, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობაშიცრუ ციებასუწოდებენ,  150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.