სასტუმრო „კასტელო მარეს“ თავზე რუსული დროშა ფრიალებდა

14:35 06-13-2019
4512

აჭარაში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ თავზე, საქართველოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად რუსული დროშა ფრიალებდა. ამის შესახებ ინფორმაცია tv25-მა გაავრცელა.

ფაქტთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ განმარტებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

როგორც სააგნეტოსტან ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა, დროშა რუსი სტუმრების ვიზიტის გამო დაკიდეს.

„იმ ქვეყნის დროშას ვფენთ რომელთა წარმომადგენლების დატვირთვაც სასტუმროში 45 %-ზე მეტია.ეს ჯგუფი უკვე გავიდა და დროშაც ჩამოიხსნა. რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი არ ვიცი, თითქმის ყველა სასტუმროში იგივე პოლიტიკა აქვთ. ეს სტუმრები არიან მოსკოვიდან, თუმცა ისინი არიან სასტუმროს სტუმრები, რომლებიც კონფერენციას ატარებენ ჩვენს ტერიტორიაზე, შესაბამისად, რაღაც მთავრობებს შორის კონფლიქტზე აქცენტს ვერ გავაკეთებთ“-უთხრა „პრაიმტაიმს“ სასტუმროს გაყიდვების სამსახურის წარმომადგენელმა მარიკა იაკობაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეიცვალოს სასტუმროს პოლიტიკა რუსი სტუმრების მიმართ, იმ ფონზე როდესაც რუსეთს საქართველოს 20 % აქვს ოკუპირებული, სასტუმროს ადმინისტრაციაში გვპასუხობენ:

„თქვენ მოგვიწოდებთ, რომ შევცვალოთ პოლიტიკა? მე არ ვარ კომპეტენტური , თუმცა თქვენს წინადადებას უცილებლად გადავცემ შესაბამის პირებს“

ავტორი: თორნიკე ხურციძე