კრისტიან ურსე- საარჩევნო საკითხებზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მრავალი საკითხი დასაზუსტებელი

14:34 06-13-2019

საარჩევნო საკითხებზე დღეს პირველი შეხვედრა იყო, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მრავალი საკითხი დასაზუსტებელი, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ამ შეხვედრის მთავარი მიზეზი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშია ბოლო არჩევნების შესახებ, ასევე წინა არჩევნების ანგარიშები. ეს პირველი შეხვედრაა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მრავალი საკითხი დასაზუსტებელი. ამიტომ ამ ეტაპზე დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ. 27 რეკომენდაცია ანგარიშიდან და შესაძლოა, სხვა რელევანტური საკითხებიც წინა ანგარიშებიდან, ეს ყველაფერი განიხილება“, – აღნიშნა კრისტიან ურსემ.