სად ჩატარდება „თბილისი პრაიდი“ - ორგანიზატორები კვირეულის გამართვის ადგილს არ ამხელენ

14:23 06-13-2019
1172

18-23 ივნისის ჩათვლით თბილისში დადგეგმილი პრაიდის კვირეულის  გამართვის ადგილს, ორგანიზატორები არ ამხელენ. 

როგორც „პრაიმტაიმს“ ღირსების მარშის ორგანიზატორებმა განუცხადეს,  რამდენიმე ადგილი შერჩეული აქვთ, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებენ.

ამასთან, მათივე თქმით, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებისა - საჯარო მსვლელობის ნაცვლად, ლგბტქ თემის წევრებმა დახურულ სივრცეში მოიყარონ თავი, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია მათი ხმა საზოგადოებამდე მივიდეს. 

დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმაც გამართეს და განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდს“ ჩატარების უფლებას არ მისცემენ.