ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ასს

საზოგადოება 1713505869

აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაერო-ს ასამბლეას, პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად ეღიარებინა

 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადორეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაერო-ს 193 წევრისგან შემდგარ გენერალურ ასამბლეას, „პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად მიეღო“.კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავებს ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა.შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო უნდა შეიქმნას ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად განაცხადი უნდა დაამტკიცოს უშიშროების საბჭომ, შემდეგ კი გენერალური ასამბლეის, სულ მცირე, ორმა მესამედმა.

ფრენები

მსოფლიო 1713505670

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ირანში თავდასხმის გამო შეჩერებული ფრენები აღდგა

ირანმა აღადგინა ფრენები, რომელიც მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ისფახანის პროვინციაში სამხედრო ბაზის მახლობლად განხორციელებული აფეთქებების შესახებ გავრცელდა ცნობები. როგორც „სიენენი“ წერს, ამის შესახებ ირანი სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში განაცხადეს.„გაცნობებთ, რომ აეროპორტებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია და ავიაკომპანიებს ნებადართული აქვთ, დაგეგმილი ფრენები განახორციელონ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.ფრენები განახლდა ირანის დედაქალაქის ორ მთავარ აეროპორტში.ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა დღეს დილით მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ. ისრაელს ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

facebook

მიმოხილვა 1713505272

Facebook-ის წესებთან დაკავშირებით, მორიგი ფეიკ ნიუსი ვრცელდება - რაზეა საუბარი

 სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც "ფეისბუკის" ახალ წესს უკავშირდება. „ფეისბუკ“ პოსტით ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლე მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.სუბარია ამ ტექსტზე: “არ დაგავიწყდეთ, ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი (aka... new name, META), სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა!!! მე არ ვაძლევ უფლებას Facebook-ს ან Facebook-თან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას გამოიყენოს ჩემი წარსული ან მომავალი ფოტოები, ინფორმაცია, შეტყობინებები ან პოსტები.ამ დეკლარაციით ვაცნობ Facebook-ს, რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ პროფილის ან/და მისი შინაარსის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება. კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება კანონით.შენიშვნა: Facebook ახლა არის საჯარო დაწესებულება. ყველა წევრმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი შენიშვნა.ნებისმიერს შეუძლია დააკოპიროს და ჩასვას ეს ვერსია. თუ ერთხელ მაინც არ გააგზავნით განცხადებას, ეს უპირობოდ საშუალებას მიცემს გამოიყენოს თქვენი ფოტოები და ინფორმაცია თქვენი პროფილიდან და სტატუსის შეტყობინებებიდან.არ გააზიაროთ. დააკოპირეთ და ჩასვით.”აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს ინფორმაციული ტექნოლოგიების იურისტი მარიამ შარანგია:"მინდა გამოვეხმაურო საქართველოში Meta-ს პროდუქტების (Facebook, Instagram, Whatsapp) ის წესების და პირობების შეცვლის შესახებ არსებულ აჟიოტაჟს. ოცამდე პოსტი შემხვდა ამ დეზინფორმაციის ირგვლივ საკმაოდ უდროო დროს და რადგან ეს სფერო არის ჩემი პროფესია მინდა ყველა თაობის ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ავხსნა.Facebook ყოველთვის იყენებდა და გამოიყენებს ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვაწვდით, არანაირი სიახლე ამ კუთხით არ შესულა, ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის ვფლობ ინფორმაციას დიდი პლათფორმების მიერ შეტანილ ცვლილებებზე და გარდა ამისა ჩემითაც მოვიკვლიე საკითხი და ახალს ვერაფერს წავაწყდი.ნებისმიერი პლათფორმა იყენებს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, განსხვავება იწყება იქ თუ რა მონაცემი (სახელი, გვარი, მეილი და აშ.) მუშავდება და რა საფუძველს ეყრდნობა (თანხმობა, ხელშეკრულების პირობები, ლეგიტიმური ინტერესი და აშ.).Facebook იყენებს ნაწილ პერსონალურ მონაცემს ჩვენი თანხმობის საფუძველზე როცა ვრეგისტრირდებით, ნაწილს კი შემდგომში სხვადასხვა საფუძვლით მაგალითად ლეგიტიმური ინტერესი, რა დროსაც პლათფორმა აცხადებს რომ ბალანსი ინტერესებს შორის დაცულია და მისი მხრიდან ამა თუ იმ მონაცემის გამოყენება გადის ლეგიტიმურობის სამშრიან ტესტს (მიზანი, საჭიროება, ბალანსი).Facebook იყენებდა და იყენებს მონაცემებს რაც გაუზიარეთ რეგისტრაციის დროს (რაც მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, პაროლს, მეილს, გენდერს, დაბადების თარიღს და აშ); ინტერაქცია (ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა რეკლამას უყურეთ, რა დროით, მოგეწონათ თუ არა, დააპაუზეთ თუ არა და აშ); უშუალოდ მიმოწერა end-to-end encypted (ანუ კონფიდენციალური) არის თუმცა Metadata-ზე აქვთ წვდომა ანუ მაგალითად რა დროს გაიგზავნა მესიჯი ან რა სახის ტექსტი თუ ხმოვანი.2023 წლის იანვარში ირლანდიის პერსონალურ მონაცემთან კომისარმა დააჯარიმა Meta 390 მილიონი ევროთი იმის გამო რომ რეკლამის განთავსებისას ხდებოდა ისეთი პერსონალური მონაცემის გამოყენება რომელიც დაფუძნებული იყო წესებზე და პირობებზე და არა ღიად გაცხადებულ თანხმობაზე. ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ მსგავსი ცვლილების რადგან Facebook-მა რომც შეცვალოს რაიმე, მარეგულირებლები არიან ჩასაფრებული.უნდა იცოდეთ: თქვენი უფლებები, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაციის წაშლის უფლება, თქვენი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, მასზე წვდომის უფლება და აშ. აგრეთვე მეეჭვება ეს აჟიოტაში ამას ეხებოდეს თუმცა თუ გსურთ რომ Meta-მ არ გამოიყენოს თქვენი მონაცემები Generative AI - გენერირებული ხელოვნური ინტელექტისთვის, გაქვთ უფლება მიმართოთ და წაშლიან მონაცემს, თუმცა აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ წაიშლება მხოლოდ Meta-ს მიერ ამოკრეფილი საჯარო ინფორმაციები თქვენზე ან სხვადასხვა კომპანიებისგან ნაყიდი თქვენს შესახებ ინფორმაციები.იმისთვის რომ არ ვაზიაროთ დეზინფორმაცია, ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, დააკვირდით შინაარსს, მაგალითად რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი რომ საკუთარ პროფილზე ტექსტის ქართულად ან თუნდაც ინგლისურად დადებით ვაცხადებ თანხმობას ან უარს რაიმე სერვისზე", - წერს იგი.წყარო: BMG 

ირანი

მსოფლიო 1713505189

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა. ცნობას ტელეკომპანია ABC ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.ირანული მედია იუწყება, რომ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქებების ხმა ისმოდა. გავრცელებული ცნობით, დღეს დილით ავიაკომპანიებმა „ემირატმა“ და „ფლაი დუბაიმ“ დასავლეთ ირანის თავზე ავიარეისების მარშრუტების გადამისამართება დაიწყეს. ფრენა შეჩერებულია თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში.

ილი

საზოგადოება 1713503592

“სიყვარულით სავსე დღეები…”- ილია თოფურია ოჯახთან ერთად მაიამის მზიან სანაპიროს სტუმრობს

 UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი უშვენიერესი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია, რომლებიც სულ მალე შვილს ელოდებიან, თავისუფალ დროს აშშ-ში, მაიამის მზიან სანაპიროზე ატარებენ.ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამის გამომწერებს უზიარებს სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს, რომლებსაც ემოციურ ტექსტს ურთავს.„სიყვარულით სავსე დღეები, სიახლეების შეცნობა და ბევრი აღმოჩენა. მადლობა ყველას ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის. ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ვერ იყიდი და ჩვენ სავსე ვართ თქვენი სიყვარულით და დადებითი ენერგიით. ცოტაც და, ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით და გვჯერა, რომ ღმერთი კიდევ ბევრ გასაოცარ რამეს გვიმზადებს“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.