სანდრო ბრეგაძე - გარყვნილების აღლუმი ე.წ. გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება

13:33 06-13-2019
220

„გარყვნილების აღლუმი ე.წ. გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება“, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული მარშის წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას.

„საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს ასი ათასი ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არამარტო საქართველოში, ეს ყველას მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ბრეგაძის განმარტებით, პრაიდის ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე ამ ყველაფრით ფულის შოვნას გეგმავს.

სანდრო ბრეგაძემ ბრიფინგზე წაიკითხა მიმოწერა ნინო ბოლქვაძესთან, რომელშიც მისი თქმით, ბოლქვაძე წერს, რომ ფულის შოვნა სურს.

„აქ არის საუბარი ათეულ ადამიანზე, რომლებიც უცხოელი სპონსორებისგან არიან დავალებული, რომლებიც ელოდებიან მატერიალურ სარგებელს. აქ არის საუბარი მხოლოდ ფულზე და მატერიალურ გამდიდრებაზე. არის სერიოზული და რეალური საშიშროება ყველა ქართველის და მამულიშვილის მოვალეობაა, რომ გააფრთხილოს ყველა მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

სანდრო ბრეგაძე ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და პოზიციის დასაფიქსირებლად 3 დღიან ვადას აძლევს. 

„მოგმართავთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას! საქართველო დგას უდიდესი განსაცდელის წინაშე! 18-25 ივნისს თბილისში დაგეგმილია გარყვნილების ზეიმი, ე.წ გეი-პრაიდი, რომელიც უნდა დასრულდეს მამათმავლების აღლუმით. ყოველივე ცალსახად წამოადგენს ქართველი ერისთვის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას, რომელიც მიმართულია მართლმადიდებლობის, ეკლესიის, ზნეობის, მორალის, ტრადიციების წინააღდეგ. ქართული საზოგადოების ღირსეული შვილები მზად არიან, საკუთარის სიცოცხლის ფასად არ დაუშვან ე.წ. გეი-აღლუმი. უამრავი ადამიანი გამოვა ქუჩაში და მშვიდობიანად არ დაუშვებს სამარცხვინო აქტს – მამათმავლების მარშს. პატივცემულო მეგობრებო, მოგიწოდებთ, შეუერთდეთ სახალხო პროტესტს, მოუწოდეთ თქვენს მხარდამჭერებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ გეი-პრაიდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში. ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ!“

„ქართული მარშის“ ადრესატები არიან: „პატრიოტთა ალიანსი“ (დ. თარხან მოურავი), „ქართული ოცნება“ (ბ.ივანიშვილი), „ბურჯანაძე-დემოკრატები“ (ნ.ბურჯანაძე), „თავისუფალ საქართველო“ (კ.კუკავა), „ტრადიციონალისტთა კავშირი“ ( ა.ასათიანი), „ლეიბორისტები“ (შ.ნათელაშვილი), „გამარჯვებული საქართველო“ ( გ.სანიკიძე), „კონსერვატორები“ (ზ.ძიძიგური), „მწვანეები“ (გ.გაჩეჩილაძე), „თავისუფლება“ (კ.გამსახურდია) და ყველა პოლიტიკური პარტია,“ - განაცხადა ბრეგაძე.