თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გარდაიცვალა

13:25 06-13-2019
2440

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია „პარაიმტაიმს“ თბილისის საკრებულოში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, უჯმაჯურიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი დაღუპვის ოფიციალური მიზეზი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება სავარაუდოდ გულის შეტევამ გამოიწვია.

დავით უჯმაჯურიძე 51 წლის იყო.