„ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ“ - საქართველოში აშშ-ს საელჩო ტრამპის პოსტს ავრცელებს

12:42 06-13-2019

ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, დონალდ ტრამპის მიერ ამ თემისადმი მიძღვნილ 31 მაისის პოსტს ავრცელებს.

საელჩოს Facebook გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტი და მისი ქართული თარგმანია გამოტანილი.

ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო,“-ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩო ციტირებს.

დონალდ ტრამპმა ივნისი, როგორც ლგბტ პრაიდის საერთაშორისო დღე, წელს საჯაროდ პირველად აღიარა.