ლია სტურუა 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს - „ნაკლებად გვიყვარს ჩვენი ქალაქი და მშებლობის დროს მის იერსახეს არ ვუფრთხილდებით“

12:38 06-13-2019

პოეტი ლია სტურუა 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს. ოთხი წლის წინ ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად პოეტი ქალაქის ძველი იერსახის დაკარგვას მიიჩნევს. ის „პრაიმტაიმთან“ მაშინდელ ემოციებს იხსენებს.

ლია სტურუა: - რა გითხრათ, საშინელება მოხდა. მახსოვს, ძალიან განივაცადე. რამდენიმე ღამე არ მეძინა. ადამიანი, ბუნებრივია, ადამიანურ ტრაგედიებს განიცდის. თუმცა ცხოველებიც ძალიან შემეცოდნენ. ცხოველს ქართულად პირუტყვი ჰქვია. ვერ გვაგებინებს და ვერ ლაპარაკობს, თუმცა სულიერია. ჩვენ ვაჟა-ფშაველას შვილები ვართ და ვიცით, რომ სული უდგას პირუტყვსაც, ქვასაც და მთასაც. ამდენად, ამ ტრაგედიისას, ერთნაირად შემეცოდა ადამიანიც და ცხოველებიც, ბუნებაც. უფრო უნდა ვურთხილდებოდეთ ერთმანეთს. როცა რაღაც შენდება, იმაზე უნდა დაფიქრდნენ, რომ მერე ასეთი უბედურება არ მოხდეს. სტიქიას ვერ შეებრძოლები, უძლურია ადამიანი. თუმცა შესაძლოა ხეობაში არასწორი მშებლობის ბრალიც იყო. ნაკლებად გვიყვარს ჩვენი ქალაქი და მშებლობის დროს მის იერსახეს არ ვუფრთხილდებით. მთელ მსოფლიოში, ძველი ქალაქები, თავისი ძველი ფორმით და იერითაა შემორჩენილი. იქ თანამედროვე მშენებლობა მიდის ახალ უბნებში. ყველაზე პირველად კი ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ. როგორც ღმერთს უყვარს ადამიანი, ასევე უნდა გვიყვარდეს ჩვენც ერთმანეთი. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე