როგორ ასწავლა ქართველმა გოგონამ ჰავაიზე ამერიკელებს ქართული ცეკვა

12:14 06-13-2019
3

ლანჩხუთელი მარიამ ზენაიშვილი ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში, კერძოდ, ჰავაის კუნძულებზე სწავლობდა. სწავლასთან ერთად მარიამმა ამერიკელებს ქართული ცეკვებიც შეასწავლა.

საქართველოში დაბრუნებულმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მოუყვა ამერიკულ შთაბეჭდილებებზე: 

„ერთი კვირის ჩასული ვიყავი, როდესაც აჭარული ხაჭაპური  მოვუმზადე და ძალიან მოეწონათ. ახალ წელს ვუთხარი, რომ ჩვენი ტრადიციაა გოზინაყი-მეთქი. გავაკეთე და აღფრთოვანებულები დარჩნენ.  როცა ამერიკელებს ვეუბნებოდი  საქართველოს შესახებ, ბევრს ეგონა, რომ შტატ ჯორჯიიდან ვიყავი. მათ ნაწილს ევროპელი ადამიანი ნანახიც არ ჰყავდა. ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ქართული სამოსით გამოვედი. იქაური მოსწავლეებს აჭარულის რამდენიმე ილეთიც ვასწავლე, სიტყვების ქართულად წერაც. ჩემი მასპინძლის შვილი, 36 წლის ჯეიკი ძალიან დაინტერესდა ქართულის სწავლით და როცა მოვდიოდი, უკვე იცოდა ქართულად წერა-კითხვა და ბევრი სიტყვაც. სკოლიდან სახლში როცა ვბრუნდებოდი, გამარჯობას ქართულად ვამბობდი და ჩემმა მასპინძლებმაც ისწავლეს ქართული მისალმება. 9 წლის გოგონას აჭარულის ცეკვაც ვასწავლე.“-  ამბობს მარიამ „პრაიმტაიმთან“

ავტორი: ლაშა სარჯველაძე