ელისაბედ II-ის ვილა, სადაც მან თაფლობისთვე გაატარა აუქციონზე გაიტანეს

12:13 06-13-2019
5

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის ყოფილი ყოფილ სახლი - მალტაში მდებარე გუარდამანჯას ვილა - აუქციონზე თითქმის 6 მილიონ ევროდ არის შეფასებული.ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

width=600

დედოფალმა განაცხადა, რომ გუარდამანჯას ვილაში, ბედნიერად იცხოვრა.

მალტის სახლი  ერთადერთია, რომელსაც დედოფალმა საკუთარი უწოდა.

დედოფალი, ამ სახლში 1949-1951 წლებში ცხოვრობდა, როდესაც ჯერ კიდევ პრინცესა იყო. რამდენიმე ხნით ადრე მან პრინც ფილიპზე იქორწინა, რომელიც სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა და იმ პერიოდში, მალტაში მივლინებაში იქნა გაგზავნილი.

შენობა, ამ ეტაპზე სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. 

აგარაკი, რომელიც 1900 წელს არის აგებული 1560 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ტერიტორიაზე არის საცურაო აუზი, თავშესაფარი, სტუმრებისა და მომსახურე პერსონალისთვის გამოყოფილი ოთახები.  

ცნობილია, რომ დედოფალს იმ პერიოდში, როცა ამ ვილაში ცხოვრობდა კარგი მოგონებები აკავშირებს:

ყოველთვის სიამოვნებით ვეწვევი მალტას, მე ეხლაც მახსოვს იქ გატარებული ბედნიერი დღეები, როცა ჩვენი ქორწილის შემდეგ, პრინც ფილიპთან ერთად ვცხოვრობდი, - განაცხადა მან, 2015 წელს მალტაში ვიზიტის დროს. 

width=600

მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსტატმა ელისაბედ II-ს, აკვარელში შესრულებული ნახატი აჩუქა, რომელზეც სწორედ ეს ვილა იყო გამოსახული.  

width=600

მალტაში მდებარე შენობის გასხვისებამ, მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილს სურს, რომ შენობა აღადგინონ, მაგრამ ამავე დროს, ნაწილი მოითხოვს, რომ ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე კერძო ინვესტორებმა უნდა იზრუნონ.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე