სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

12:04 06-13-2019
6

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დაიღუპა.

მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დენმა დაარტყა. გარდაცვლილი 33 წლის შოთა მთვარაშვილია.

სსე-ში ამბობენ, რომ მთავარაშვილი ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.