Kyiv და არა Kiev - უკრაინის დედაქალაქის ინგლისურენოვან სახელწოდებაში ორთოგრაფიული ცვლილებაა

11:20 06-13-2019
19

აშშ-ის გეოგრაფიული სახელების მინიჭების საბჭომ უკრაინის დედაქალაქის სახელწოდების ინგლისურ ვერსიაში ორთოგრაფიული ცვლილება შეიტანა. ამიერიდან, კიევი დაიწერება როგორც Kyiv და არა Kiev. 

ამის შესახებ ინფორმაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩომ გაავრცელა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცადებაში ნათქვამია, რომ ეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

კიევის ოფიციალურ სახელწოდებაში ცვლილება 17 ივნისიდან ამოქმედდება. უკრაინის დედაქალაქის ინგლისურენოვანი დასახელებაში შეტანილი სიახლე აისახება  საერთაშორისო რეისების დროს, მსოფლიოს ყველა აეროპორტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.