სტიქია ხარაგაულში - ადიდებულმა მდინარემ სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო

10:00 06-13-2019
36

გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და სოფლები დააზიანა. ხარაგაულში  დაიტბორა ქუჩები.

ამჯერად, სტიქიამ სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ე.წ.  ბონდის ხიდი.

დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე  ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. დაიშლამა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან.

შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.

ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა სოფელ დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, რომლებიც ქუჩებს  ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ამ წუთებში სტიქიის ზონაში იმყოფება და  მოსახლეობას ხვდება.

შესაბამისმა კომისიამ დილიდან დაიწყო ზარალის დათვლა.