ნინო ქათამაძემ მეგობრის დაღუპულ გოგონას „თოლიების“ ახალი ვერსია მიუძღვნა (ვიდეო)

23:31 06-12-2019
5368

მომღერალმა ნინო ქათამაძემ „თოლიების“ ახალი ვერსია გარდაცვლილი კოლეგის, მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილს, ლენოს მიუძღვნა.

გიორგიმ თავის სტუდიას სახელი გადაარქვა და ამიერიდან მას, ლენო გვარჯალაძის პატივსაცემად, Leno Records ჰქვია.

სწორედ აქ შეიკრიბნენ გარდაცვლილი გოგონასთვის პატივის მისაგებად მუსიკოსები, მათ შორის ნინოც…

 „Lenø, ახლა მივხვდი, რომ ყველა სიმღერა სიყვარულზე, სინამდვილეში შენზე ყოფილა მა. ყველა ტკივილი და დაცემა შენთან განშორებისთვის მზადება ყოფილა. მიყვარხარ„ - წერს გიორგი საკუთარ facebook გვერდზე

„ჩათვალე, რომ შენი შვილიკოსთვის უკრავ“, ამბობს ვიდეოს დასაწყისში ნინო ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, თბილისში მე-9 კლასელი გოგონა ლენო გვარჯალაძე, კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ის 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.