უკრაინული არმია დონეცკს მიუახლოვდა

23:28 06-12-2019
5486

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მარინკაში ახალი პოზიციები დაიკავეს, რაც დონეცკიდან მხოლოდ 25 კილომეტრის დაშორებაზეა. ამის შესახებ Армия FM-ის ეთერში 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაზარ ილნიცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მზვერავებმა „ნაცრისფერი ზონა“ დაიკავეს, რათა ტაქტიკური მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ.

ილნიცკის განცხადებით გეგმას ბრიგადის ხელმძღვანელობა და უმაღლესი რანგის სამხედრო ჩინოსნები ამუშავებენ.