Facebook-ი მალე ახალ ვაკანსიებს გამოაცხადებს

21:10 06-12-2019

Facebook-ი ლონდონში საინჟინრო ცენტრს ხსნის. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი ზეწოლაა სხვადასხვა ხელისუფლებების მხრიდან, რომ სოციალურმა ქსელებმა საკუთარი პლატფორმები გააკონტროლონ.

ამისთვის Facebook-ი დამატებით 500 თანამშრომელს დაიქირავებს, რომლებიც ვებგვერდის დასაცავად ტექნიკურ ინსტრუმენტებს შექმნიან,  - წერს გამოცემა Deutsche Welle

2019 წლის მაისში Facebook-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე 3 მილიონი ყალბი გვერდი წაშალა.