მომღერლები ქართულ პოლიტიკაში - რით დაგვამახსოვრეს თავი

21:00 06-12-2019
1434

გვსმენია რომ კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამ არის, თუმცა ხშირად კულტურიდან პოლიტიკამდე მანძილი ერთ ნაბიჯზე მოკლეა. ქართულ პოლიტიკაში მომღერლები და პოლიტიკაზე მომღერალი შემსრულებლები  უცხო არავისთვის აღარ არის. გავიხსენოთ ისინი ვინც სცენას პოლიტიკური შემოქმედება არჩია და ზოგიერთმა მათგანმა პოლიტიკაში  „გედის სიმღერაც“ იმღერა.

 

ზურაბ ხაჩიძე - „ქუჩის ბიჭობიდან“ გუბერნატორის მოადგილეობამდე

width=600

ამ პუბლიკაციის ინსპირაცია სწორედ ზურაბ ხაჩიძის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა გახდა.

ცნობილი ბოიბენდის „ქუჩის ბიჭების“ ვარსკვლავმა სცენიდან პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ გადაინაცვლა. ის ქართული ოცნების მხარდასაჭერ კონცერტებზე აქტიურად ჩნდებოდა და საბოლოოდ დღეს, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა.

ზურა ხაჩიძის პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ უკავშირდება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზურა ხაჩიძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო და ის დიდუბის მაჟორიტარ კანდიდატადაც იყრიდა კენჭს, თუმცა - დამარცხდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ხაჩიძე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ „პატრიოტთა ალიანსიდან“.

 

გოგა ხაჩიძე - „მიშა მაგარია!“

width=600

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, „სახის“ წევრი იყო. თუმცა, მოგვიანებით მან შემოქმედებითი ცხოვრებიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გადაინაცვლა. პოლიტიკური მოღვაწეობის მიუხედავად კი  სიმღერა არ დაივიწყა და 2007 წელს საზოგადოებას თავი პრეზიდენტისადმი მიძღვნილი „ოდით“ - „მიშა მაგარია“-თი დაამახსოვრა. მანვე შექმნა პოლიციის ჰიმნიც.

სააკაშვილზე სიმღერის შექმნიდან მალევე გოგა ხაჩიძე გარემოს დავის მინისტრად დაინიშნა.

გოგა ხაჩიძის პოლიტიკური წარსული ასეთია:

2002 წლის ნოემბერში იყო პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ ხაშურის ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის მარტამდე მუშაობდა ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილედ. 

2004 წლის მარტიდან ამავე წლის დეკემბრამდე წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით.

2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 

2005 წლის მარტიდან 2008 წლის ნოემბრამდე წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში.

2008 წლის 1 ნოემბრიდან დაინიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. ამ პოსტს იკავებდა 2012 წლის სექტემბრამდე.

2012 წელს გახდა მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობის სიით.

2015 წლის 25 მაისს გოგა ხაჩიძემ, პალიკო კუბლაშვილთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგი მელაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა. მან ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად მოძრაობა „გირჩი“ დააფუძნა, თუმცა მოგვიანებით ისიც დატოვა.

 

დათო ხუჯაძე

width=600

კიდევ ერთი ცნობილი ქართველი შემსრულებლის დათო ხუჯაძის პოლიტიკური ცხოვრება კი ხანმოკლე აღმოჩნდა. ისიც გოგა ხაჩიძის მსგავსად პოპულარული ჯგუფ „სახის“ წევრობით გახდა, თუმცა მისგან განსხვავებული გზა აირჩია და ცხოვრება ასლან აბაშიძის  „აღორძინებას“ დაუკავშირა. ის „აღორძინების“ პარტიული სიით პარლამენტის წევრიც გახდა.

„ვარდების რევოლუციის გამო“, ხუჯაძის პოლიტიკოსობა ხანმოკლე აღმოჩნდა და მომღერლის კარიერა რუსეთში გააგრძელა.

ჩვენთვის არც პუტინს წაურთმევია აფხაზეთი და არც ის.... როდის დაიწყო  ეს ყველაფერი, გემახსოვრებათ, - გასულ წელს მოსკოვში მცხოვრები მომღერალი ამ განცხადების გამო საჯაროდ გაკიცხეს

რამდენიმე თვის წინ ხუჯაძე პოლიტიკურ გარემოში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე მივიდა

 

ნუგზარ ერგემლიძე - მარჩელოდან ლეიბორისტობამდე

width=600

ნუგზარ ერგემლიძეც ერთ-ერთია, ვინც წარსულში სცენას პოლიტიკა  ამჯობინა და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გახდა. ის 2008 წლის 27 მაისს საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი სიის მეხუთე ნომრად წარადგინა

2008-2012 წლებში იყო საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი. პოლიტიკოსობის მიუხედავად, ის ამ წლებში შემოქმედებით საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

 

თემურ ჭკუასელი - „ქართული ხმებიდან“ „ქართულ ოცნებაში“

width=600

მომღერლები პარლამენტის სავარძლებზე უცხო არც „ქართული ოცნებისთვის“ არის. ქართული ხმების  სოლისტი  და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი თემურ ჭკუასელი 2012 წელს ჩოხატაურის მაჟორიტარი გახდა და პარლამენტში აღმოჩნდა. 2016 წლიდან კი პარტიული სიით ისევ ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს.

 

გივი ჭიჭინაძე - კიდევ ერთი მომღერალი იმერეთიდან

width=600

გივი ჭიჭინაძე საქართველოს ვოკალურ-მუსიკალური ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის მასახიობ-მომღერალი იყო.

ის  2015 წელს იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გახდა, მოგვიანებით კი ადგილი პარლამენტში დაიკავა.

 

ავტორი: თორნიკე ხურციძე