ვმუშაობთ აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე - მამუკა ბახტაძე

20:19 06-12-2019
22

აშშ-ში, მშვიდობის ინსტიტუტში იმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მესამე კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა.

ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის კონგრესს, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვა, რომ საქართველო ღიაა მეტი ამერიკული ინვესტიციებისთვის და ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. 

„საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ყოველდღიურად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ