საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხა

19:55 06-12-2019
21

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17 - 12 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიასთან წააგეს.

შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და თამაშიც გამოასწორა, რაც საბოლოოდ, გამარჯვებით დასრულდა.

ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში თამაშის უფლება მოიპოვონ.

წყარო: sportal.ge