ბიჭს, რომელსაც პოლიციის მანქანის გატაცებას ედავებიან, პატიმრობა შეეფარდა

19:49 06-12-2019

არასრუწლოვანს, რომელსაც პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის სასამართლომ  მიიღო.

შსს-ს განცხადებით, 10 ივნისს გამთენიისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა პოლიციის მანქანა გაიტაცა. მათი თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ავტომაგისტრალზე ფორდ ტრანზიტს შეეჯახა. მათივე თქმით, ბრალდებულმა მანქანა დატოვა და მიიმალა. სწორედ ამ მანქანის გადაღებისას მოხდა ინციდენტი პოლიციასა და ჟურნალისტს შორის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ძარცვას ნიშნავს.  დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.