ებოლას აფეთქებამ 5 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

17:37 06-12-2019
20

უგანდაში 5 წლის ბავშვი ებოლას დაავადებით გარდაიცვალა.

ეს უგანდაში ებოლათი გამოწვეული პირველი ფატალური შედეგია.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 წლის უგანდელი ბავშვი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაინფიცირდა. მას სიმპტომები უგანდაში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა. დაავადნენ გარდაცვლილი ბიჭის ბებია და უმცროსი ძმაც.

შესაბამისად, უგანდაში ებოლას 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად განსაკუთრებულ ზომებს იღებს. შეიქმნა სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც რისკებსა და უგანდაში ებოლათი დაინფიცირების კიდევ 8 შესაძლო შემთხვევას გამოიკვლევს.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი ებოლას აფეთქებაა. იქ, ბოლო 10 თვის განმავლობაში, დაავადების 2000 შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა ფატალურად დასრულდა. 

ავტორი: მარიამ გიგანი