ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა - სარალიძე მაჩალიკაშვილს ეხმიანება

17:05 06-12-2019
8

სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წერილით ეხმიანება. 

სარალიძის შეფასებით, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა.

„გადადეთ ყველამ პროფესია და წამით დაბრუნდით იმ იდილიაში რასაც ქვია ტკბილი ოჯახი. ჩახედეთ შვილებს თვალებში და წამით წარმოიდგინეთ რომ შეიძლება ის დრო მოვიდეს კითხვა დაგისვათ,თუ რა გააკეთე შენ როცა სიტყვა გეთქმოდა სიმართლის გვერდით ხმამაღლა დგომის!!!!“,- წერს ზაზა სარალიძე. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით  ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.



ავტორი: თამარ ბუჩუკური