ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

შუქი

საზოგადოება 1714019962

ვის გაეთიშება დღეს დენი

 თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დენი გაეთიშება.შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის, კვიჭიძის,  სოლოღაშვილის, ჩოხელის და  გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26  მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის,კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის,  იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის,  არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას,  ოდესის,  ოდიშელიძის,  ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების  მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების მოსახლეობასსამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის,  მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის,  ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანისქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო  მაყაშვილის და  ასათიანის  ქუჩების  მოსახლეობას. დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნის, თევდორე  მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

amindi

საზოგადოება 1714018959

დღეს ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს - გაფრთხილება ამინდის შესახებ

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, საზოგადოებას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს!„ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა - მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და დღეს მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება.როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ საქართველოს ეხება!მოსალოდნელი ყველაზე მაღალი ტემპერატურა (C);ბათუმი, ქობულეთი: +34 +36ოზურგეთი ჩოხატაური, ლანჩხუთი : +34 +36სოხუმი, ფოთი, ანაკლია: +33 +35ქუთაისი: +34 +36ზუგდიდი: +35 +37თბილისი: +31 +33თელავი: +28 +30ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან ზონაში.გაითვალისწინეთ - მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ფრთხილად უნდა იყოთ ღია სივრცეში მზეზე ყოფნისას 12-დან 16 საათამდე, რაც დღის ყველაზე ცხელი საათია.ასევე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში, აპრილის ბოლოს არ არის უჩვეულო და მსგავსი სიტუაციის შექმნა არც ისე იშვიათია.მაგალითისთვის; 1957 წლის - 16 აპრილს ბათუმში +38.7 გრადუსი იყო, 1998 წლის 12 აპრილს +36.3, 1970 წელს +36,4/ გისურვებთ დიდებულ და ხალისიან დღეებს“,- წერს კობა ფარტენაძე. 

სალტანატი

სამართალი 1713996195

„ნასვამი მირეკავდა... არაადეკვატური იყო“ - რა თქვა ნათელმხილველმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.დღეს, 24 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.იკითხება ნათელმხილველი, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა. ნათელმხილველი ამტკიცებს, რომ მან ბრალდებულს არაერთხელ უთხრა, რომ სასწრაფოში დაერეკა.ის ასევე ამბობს, რომ ბიშიმბაევი, ნასვამი იყო და რაღაცებს ბოდავდა.  ქალი, სასამართლო პროცესს, ონლაინ ერთვება. „მთვრალი მირეკავდა და მელაპარაკებოდა ცოცხალია თუ არაო. მე ვუთხარი, რომ სასწრაფო გამოეძახა. ის ნასვამი იყო და ხმაზეც ეტყობოდა, რომ ბოდავდა. ბევრჯერ გავუმეორე, რომ სასწრაფო გამოეძახა“. ბიშიმბაევი, სხვა რამეს ამტკიცებს და ამბობს, რომ ნათელმხილველი მას ეუბნებოდა, რომ სალტანატი გაიღვიძებდა და მას მხოლოდ დასვენება სჭირდებოდა. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

დასვენება

რჩევები 1713990364

7 ჯანსაღი ჩვევა უკეთესი ჯანმრთელობისთვის

გაზაფხულზე ბევრი განიცდის ზამთრის შედეგებს - აპათია, მელანქოლია, ძილისა და მადის პრობლემები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს ფიზიკური ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია დროულად მიაქციოთ ყურადღება საგანგაშო სიმპტომებს და მხარი დაუჭიროთ სხვა რესურსებით. ხარისხიანი ძილიჯანსაღი ძილი და რუტინა აუცილებელია ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის და ენერგიის აღდგენისთვის. ეცადეთ დაიცვათ რეგულარული გრაფიკი – დაიძინეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.რეგულარულად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზეუპირველეს ყოვლისა, ბუნებაში გასეირნებამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი განწყობა. გარდა ამისა, გაზაფხულზე მეტი მზიანი დღეა და ულტრაიისფერი გამოსხივება ხელს უწყობს D ვიტამინის სინთეზს.დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესიდაბალანსებული დიეტა და რეგულარული, თუნდაც მცირე ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს განწყობას, არამედ დადებითად მოქმედებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რადგან ამ გზით ორგანიზმი უზრუნველყოფილია მეტაბოლიზმისა და ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებსროგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ფსიქიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებაში ყოფნა და სხვების მხარდაჭერა. ოჯახთან ან მეგობრებთან თქვენი აზრებისა და გრძნობების განხილვა ასევე დაგეხმარებათ საკითხების პერსპექტივის გადახედვაში.გამონახეთ დრო დასვენებისთვისდასვენების ზოგიერთ ტექნიკას შეუძლია შეამციროს თქვენი სტრესის დონე, რაც გამოიწვევს თქვენი საერთო ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მათგან ყველაზე ცნობილია იოგა და მედიტაცია.არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის ქებასაკუთარი თავის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობისთვის. ამიტომ შეაქეთ საკუთარი თავი თქვენი მუშაობის შედეგებისთვის და აღნიშნეთ თქვენი მიღწევები - თუნდაც ისინი უმნიშვნელოდ ჩათვალოთ.შეიტანეთ კრეატიულობა თქვენს ცხოვრებაშიხელოვნება და კრეატიულობა შესანიშნავი საშუალებაა სტრესის მოსახსნელად და ემოციების გამოხატვისთვის. გარდა ამისა, არსებობს შემოქმედებით აქტივობაზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური კორექციის ცალკე სახეობა – არტთერაპია. მნიშვნელოვანია, რომ არ შეგეშინდეთ ცვლილებების შეტანის თქვენს ჩვეულ ცხოვრების წესში, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა თუ ძნელია პრობლემების მოგვარება, უნდა მიმართოთ დახმარებისთვის ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს. წყარო

მოძრაობა გზა

საზოგადოება 1713990200

გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.