Rammstein-ის სოლისტმა თაყვანისმცემელი სცემა

14:02 06-12-2019
62

ჯგუფ Rammstein-ის სოლისტმა თაყვანისმცემელი სცემა. ინციდენტი მიუნხენის ერთ-ერთი სასტუმროს ბარში მოხდა, სადაც ტილ ლინდემანი მეგობრებთან ერთად იყო. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

მათი ინფორმაციით, ფანმა მას სელფის გადაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. განაწყენებულმა ფანმა მუსიკოსის მეგობარ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლინდემანმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.  ამის შემდეგ მუსიკოსმა მას სახეში დაარტყა.

54 წლის კაცი საავადმყოფოში ყბის მოტეხილობით გადაიყვანეს.