ზურაბ ჭიაბერაშვილი-C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება

12:52 06-12-2019

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის  მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც- ამის შესახებ პარტია ებროპულო საქართველოს წევრმა, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერემციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის უგულვებელყოფით პროგრამა უფრო დაზიანდება.

2019 წლის მარტში დავით სერგეენკომ უკვე აღიარა, რომ სამწუხაროდ 2020 წლისთვის კომპანია გილეადისა და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებითა და ეგიდით საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც. ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით, უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” - აღნიშნა  ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი დახარჯა.

„ეს იმ დროს, როდესაც C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება - ე.წ. სწრაფი ტესტი - სავალდებულო და უფასო მხოლოდ ჰოსპიტალური პაციენტებისათვისაა, ხოლო ამბულატორიული პაციენტებისათვის - ფასიანი.“ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.