ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713871788

დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას - ირაკლი კობახიძე

გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას - დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.„აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ.  ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც.ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო,”- აღნიშნა პრემიერმა.პრემიერის თქმით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.„ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად  მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.ასეთი პროექტებით ვქმნით შესაძლებლობას, მთის მოსახლეობამ შეინარჩუნოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, გაძლიერდნენ ადგილობრივი თემები და,  ამგვარად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ამ უნიკალური სოფლების სახით.აღსანიშნავია, რომ ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენი ხელისუფლების მიზნის - ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების  დასტურია,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში.„მადლობას ვუხდი გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში ჩართულ ინჟინრებს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ჩვენს პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია პროექტის განხორციელებაში.  ასევე მადლობა ვუხდი ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინურ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. ასევე ჩვენს თურქ მეგობრებს, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებდნენ პროექტის შესრულებაზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, არც ვიცოდი, რომ ამდენი რამის ერთად მოსწრება შეიძლება, თუმცა ამას ბატონი ირაკლი ახერხებს ძალიან დიდი წარმატებით, მადლობა მას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მთლიანად სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა და მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეშეთი-კობის პროექტის პირველ წარმატებას. ეს ნამდვილად მომავლის პროექტია, თამამად შეიძლება ითქვას. სწორედ ასეთი, განვითარებისკენ მიმართული ინვესტიციები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. პარალელურად, გრძელდება საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა.პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გვირაბის მშენებლობის ნაწილში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება  1.2 მილიარდი ლარია.

სასაფლაო

საზოგადოება 1713871701

ქალმა ორთაჭალის საფლავზე ბავშვის ჩამარხული ფოტო იპოვა, რომელზეც ბოქლომია მიბმული - რას წერს მოქალაქე

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საფლავზე ნაპოვნი მორიგი ფოტოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამჯერად, მასზე გამოსახული ბავშვია.„მეგობრის დედამ მამამისის საფლავზე იპოვა ეს ჩამარხული, ფონიჭალის სასაფლაოზე, ბავშვია სურათზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის ჩამარხულია... როგორ მივაგნოთ ამ ბავშვის მშობლებს, რომ გავაგებინოთ... არ ჩანს ბავშვი კარგად, 2-3 წლის იქნება, დაახლოებით... იქნებ ვინმემ მაინც იცნოს“, - წერს მოქალაქე.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713871623

29 აპრილის შეკრებაზე იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ - კობახიძე

29 აპრილის შეკრება როგორც კი დაანონსდა, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ, რომ ასი ათასი საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. საჯარო მოხელეების რაოდენობა რამდენია, ესეც არ იციან, აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, რამხელაა მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებს შეურაცხყოფას არ აყენებს და ამასვე ითხოვს მათგან.„ოპოზიციის აქციებზე დგანა კეზერაშვილისა და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, დაახლოებით ნახევარზე მეტი არიან დაფინანსებულები. ახალგაზრდების ნაწილიც არის დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. ამას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას. აქვს ადამიანს არჩევანი და რაც უნდა, გააპროტესტოს, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ არ გვიკადრებია ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფა, არც გულწრფელად გამოსულებისთვის და არც  – პარტაქტივისთვის. 9 500-დან მესამედი იყო პარტაქტივი და 1000-1500 კაცი –  გულწრფელი ადამიანი“, – განაცხადა კობახიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1713871217

ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს - ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა განსჯის სხვებს საკუთარი გარყვნილების დონიდან გამომდინარე - ზაალ ანჯაფარიძე ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო აქციას ეხმიანება, რომლის თანახმად ფონდი ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მლნ ლარით დააჯილდოებს.მისი თქმით, ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს.„ამ საქველმოქმედო აქციის მიმართ აშლილობა უკვე დაეწყო ცნობილ შემადგენლობას, მიხვდით ალბათ ვისაც - კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მათზე მიბმულ ე.წ. აქტივისტებს.ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა განსჯის სხვებს საკუთარი გარყვნილების დონიდან გამომდინარე და ეს დონე კი უკვე საზღვრებს გადასცდა კარგა ხანია“, - წერს ანჯაფარიძე.

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

საზოგადოება 1713870098

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურის ფარგლებში იმყოფება.  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული  უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას.  კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული  გაეცნობა  ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს,  შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს,  მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.