მეხანძრე-მაშველები სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალურ წვრთნებს გადიან (ვიდეო)

10:02 06-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ავსტრიული კომპანია „როზენბაუერის“ ინსტრუქტორი ქართველ მეხანძრე-მაშველებს ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანის მართვა-გამოყენებას და მასთან მუშაობის სპეციფიკას აცნობს.

სწავლებაში მონაწილეობას მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოდან იღებენ, სწორად მათ მოუწევთ სამომავლოდ ახალ სახანძრო-სამაშველო მანქანასთან მუშაობა.

28 მეხანძრე-მაშველი, 4 დღიანი წვრთნის ფარგლებში, ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენს, რაც აუცილებელია ახალი ავტომანქანის მართვა-გამოყენებისთვის.width=960

მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია.width=960

მანქანამ ტესტირება ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაიარა. ის მორგებულია საქართველოს გარემო-პირობებზე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.width=960