Exclusive: „თქვენ ჩვენი ჰაერი და სილამაზე მოგწონთ“ - მწვავე დაპირისპირება სოციალურ ქსელში

20:09 06-11-2019
1829

ქართული ბრენდი lerequ, რომელმაც მაისური შექმნა წარწერით ABKHAZIA IS GEORGIA - აფხაზეთი არის საქართველო აფხაზებისგან ნეგატიური შეფასებები და კომენტარები მოყვა. 

„პრაიმტაიმს“ ბრენდის დიზაინერი თამარ კოტორაშვილი უყვება, რომ ხალხი, რომელიც მას გამოეხმაურა, ბილწსიტყაობდა და ქართველების წინაპრებს აბრალებდნენ იმას, რომ ჩვენ ისტორია არ ვიცით და რომ აფხაზეთი აფხაზეთია და არა საქართველო. 

„მილიონობით შეტყობინება, კომენტარი, გინება მოგვწერეს. გვწერდნენ, თქვენ ჩვენი ჰაერი და სილამაზე მოგწონთო და მაგიტო გინდათ აფხაზეთიო. შემდეგ ქართველებმა კომენტარებში დაუწერეს, რომ აფხაზეთი საქართველოა და მათაც პირად შეტყობინებებში წერდნენ, აგინებდნენ. თუმცა ეს მაისური იქნება და მას წარწერა არ შეეცვლება, რადგან გაიგონ და იცოდნენ, ვის ეკუთვნოდა და ვისია ჩვენი ლამაზი აფხაზეთი, რომელსაც ოდესმე აუცილებლად დავიბრუნებთ“ - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ ბრენდის დიზაინერი. 

ავტორი: თამთა თორდია