Exclusive რა სიმღერა დააწერინა ნატო გელაშვილს სიზმრად ნანახმა გიო ხუციშვილმა

14:03 06-11-2019
3

„ისე შორს გაფრენილხარ, დანახვაც კი ძნელია, სულმა სხეული მიატოვა, წელიწადია უკვე და ცისკენ აფრინდა. ხუცო. ცარიელი ერთი წელიწადია თითქოს. ამ ქალაქში... შენ კი ისევ ყველგან გელიან... უფალმა გაანათლოს შენი სული. ჩემო გულიანო მეგობარო“ - წერს ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილის „ფეისბუქზე“. ნატომ „პრაიმტაიმთან“ თავისი განუყრელი და შემოქმედებითად ყველაზე ახლო მეგობარი - გიო ხუციშვილი გაიხსენა. 

width=600

ნატო გელაშვილი: - დღეს გიოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადღაც არის წასული. მაწანწალას ვეძახდი. დავურეკავდი - იქ იყო, დავურეკავდი - აქ იყო. ახლაც, ერთი წლის შემდეგაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადღაც დაბორიალებს. ვერ გეტყვით ეს როგორი სიცარიელეა. გიო იყო მეგობარი, რომელიც ჩემი ოჯახური ტრაგედიების მერე, ყოველდღე მირეკავდა, მომიკითხავდა, ხომ კარგად ხარ, რას შვებიო. ტელეფონში მის ნომერს ვერ შვლი. „ჩემი გიო“ - ასე მიწერია. ჩემ შვილსაც გიო ჰქვია და როცა მის ნომერს ვეძებ, ხშირად მეჭირება თითი „ხუცოს“ ნომერზე. ვერ აღვწერ ეს როგორი შეგრძნებაა. გიო არ მომკვდარა და ვერ მოკვდება. არ გადის დღე არ ვახსენო, მის მაიკოს არ ველაპარაკო. როგორც მეგობრები, საოცრად ვიყავით შეწყობილი ერთმანეთთან. ყველაფრით ვცნობდით ერთმანეთს. გიოს ვერავინ შეავსებს. მაგრამ ჩვენმა დუეტებმა რომ იცოცხლოს, ზუკასთან და ჩემ შვილებთან ერთად გავაკეთე ეს სიმღერები. საოცარი შეგრძნებაა, როცა გიოს პარტიას შვილები მღერიან. ყველა ერთად ვართ, გიო ცოცხალია.

width=600

40-მდე ხშირად მესიზმრებოდა. ერთხელ ისე მკაციოდ გამომეცხადა, დილის ხუთ საათზე წამოვხტი და პირდაპირ სიმღერა დავწერე. მაიას ვეუბნებოდი - გიომ იქიდანაც არ მომასვენა-მეთქი.  „ამ ქალაქში გელიან, დღეს უშენოდ მღერიან. ეს არის ფრაზა სიმღერიდან. „იყო არა, იყო რა - ასე ჰქვია მას და მალე პრემიერაც შედგება. მთელი ჩემი ემოცია, რაც გიოს წასვლის შემდეგ დამიგუბდა, ამ სიმღერაში ჩავდე.

 

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.