ლისის ტბაზე წყლის ხარისხის კვლევის შედეგები ცნობილია

10:55 06-11-2019
11

გარემოს სააგენტოს სპეციალისტებმა ლისის ტბის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. 

კვლევების შედეგები მიხედვით, ლისის ტბაში დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატების და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.

მათივე ინფორმაციით, პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ყოველთვიური კვლევების შედეგები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.nea.gov.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.