„თალიბანის“ ტყვეობაში მყოფი 50 ადამიანი თავისუფალია

10:39 06-11-2019
თეგები: თალიბანი

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ტყვეობაში მყოფი 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბაგლანის პროვინციაში გათავისუფლებულია შვიდი სამართალდამცველი, შვიდი სამხედრო და უსაფრთხოების ძალების სამი წარმომადგენელი.

გათავისუფლებულთა შორის 17 მშვიდობიანი მოქალაქეა. კუნდუზის პროვინციის საპყრობილიდან კი, 13 პირი გამოიხსნეს.