„ჩიკას“ და „მასტერშეფს“ რომანი აქვთ - „ანი ძალიან კარგი გოგოა“

16:56 06-10-2019
3618

ცნობილი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს ანა ჩირაძეს (ჩიკა) და კულინარიული გადაცემის „მასტერშეფის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრს, კონსტანტინე თედელურს რომანი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ამ ურთიერთობაზე საჯაროდ არ საუბრობს, „პრაიმტაიმისთვის“ მაინც გახდა ცნობილი, რომ ისინი ერთად არიან. 

ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად მართალია მათი „ლავსთორი“, კონსტანტინემ ასეთი პასუხები გაგვცა.

კონსტანტინე თედელური: - ეს ჩემი პირადია.

- რომელიც აინტერესებთ.

- მე ჩემ პირადზე არასდროს ვსაუბრობ.

- სოციალურ ქსელში არ მალავთ ურთიერთობას, ფოტოები, სტატუსი...

- ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა?!

- არაფერს იტყვით ანიზე?

- ძალიან კარგი გოგოა.

ავტორი: თამარ გონგაძე