რას ამბობენ თვითმხილველები აგარაში მომხდარ მკვლელობაზე - კაცს 16 ჭრილობა აქვს მიყენებული

15:14 06-10-2019
798

აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია.

წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე ასაკის კაცმა მეზობელი, 41 წლის ზვიად გელაშვილი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა. 

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა ორი მცირეწლოვანი შვილის - 2 და 4 წლის ბავშვების თვალწინ მოხდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული მკვლელობის ადგილზე ჰყავთ მიყვანილი. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.