მეცნიერებმა ადამიანების არსებობისთვის ყველაზე საშიში დაავადებები და საფრთხეები გამოავლინეს

15:07 06-10-2019

ადამიანის სიცოცხლის ძირითადი საფრთხეებია ეპიდემია, ბირთვული ომი, ბუნებრივი კატასტროფები და ასტეროიდის დაცემა.

პორტალ „How Will The World End“-ის ინფორმაციით, ექსპერტებმა ტუბერკულოზი, კაცობრიობის ყველაზე საშიშ დაავადებად აღიარეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წელს ათი მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის - ორი მილიონი დაიღუპა. 

სხვა სასიკვდილო დაავადებებიდან აგრეთვე, აღსანიშნავია  მალარია, ებოლა და მენინგიტი.

დედამიწის მოსახლეობისთვის საფრთხის ხარისხის მიხედვით მეორე ადგილზეა - ბირთვული საფრთხე.

მესამე ადგილზეა გლობალური დათბობა, რომელიც დედამიწის მთავარ კლიმატურ საფრთხეს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის შენარჩუნებისას - 0.2 გრადუსამდე ათი წლის განმავლობაში - 2136 წლამდე გლობალური ტემპერატურა 44 გრადუსით გაიზრდება, რის შემდეგაც მსოფლიო ოკეანე იმდენად გაიზრდება, რომ მიწა წყლით დაიტბორება. 

მკვლევარების განცხადებით, სავარაუდოდ, დედამიწის ასტეროიდთან შეჯახება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, პოტენციურად სახიფათო ასტეროიდების „Florence“ შესაძლო  შეჯახების შედეგად - შესაძლებელია 1.2 მილიარდი ადამიანი დაიღუპოს.

ინფორმაცია, ექსპერტებმა 50 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეადგინეს, მათ შორის გაეროს სტატისტიკის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრისა და „NASA“- ს მონაცემების საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ ფლორენსი უდიდესი ასტეროიდია, რომელიც ჩვენს პლანეტას მიუახლოვდება. მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლების ბოლოდან „ნასამ“ ამ ობიექტებზე დაკვირვებები დაიწყო. ფლორენსი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. უკანასკნელად, ობიექტი პლანეტას 1890 წელს მოუახლოვდა