„ეს ბოლოა და კარგად წაიკითხეთ“ - ზაზა სარალიძე ემოციურ პოსტს ავრცელებს

15:00 06-10-2019
7

9 ივნისს, რუსთავი2-ის ეთერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ემოციური გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში  პოსტს ავრცელებს.

სარალიძე მიმართავს ადამიანებს, ვინც მის ოჯახს ლანძღავს და მას მოღალატეს უწოდებს.

შვილმკვდარი მამა ხელისუფლებას და ოპოზიციას აკრიტიკებს და წერს, რომ გმირი მაშინ იქნებოდა, თუ მის შვილებს და მის მომავალს ადამიანებად ჩამოყალიბებულს შეხედავდა და ქვეყნისთვის გამოსადეგარ მომავალს შექმნიდა.

„ჩემი გმირობა და მოღვაწეობა 2017 წლის 1 დეკემბერს დასრულდა“, - წერს სარალიძე.

გუშინ, 9 ივნისს ზაზა სარალიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში აღელდა, როდესაც საუბრის თემა მიხეილ კალანდიას შეეხო. სარალიძემ ემოციები ვერ მოთოკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვინც მისი თქმით მას „მოღალატეს“ ეძახის.

„ვიყო ლაჩარი, მაგრამ ჩემი შვილის მკვლელებს ყველას დედას ვუტირებ. რაც რუსთავი 2-მა დაიწყო ჩემი მხარდაჭერა, მას შემდეგ დაიწყეს დედის ****. თქვენი დედა **** ვინც მოღალატეს მეძახის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.