მარკ მარტელი - კანადელი მუსიკოსი თბილისს “ოქროს ტალღის„ ფარგლებში ეწვია

14:27 06-10-2019
9

ცნობილი კანადელი მომღერალი მარკ მარტელი საქართველოშია. მუსიკოსი, თბილისს ოქროს ტალღის ფარგლებში ეწვია და გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. მან ქართველ მომღერლებს წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა.

მარკ მარტელი: „შემოთავაზება სიხარულით მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ჩემთვის პრიორიტეტულია ხელოვანი ხალხის ხელშეწყობა და მათი წახალისება. რაც შეეხება თბილის, ამ მოკლე დროში რისი ნახვაც მოვასწარი ნასიამოვნები დავრჩი. ლამაზი ქალაქი გაქვთ“

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს ღონისძიებას, რომლის მთავარი მიზანი მუსიკალურ სფეროში ჩართული ადამიანების ხელშეწყობა და წახალისებაა. „ოქროს ტალღა 2019-ის“ დაჯილდოების ცერემონიალი ხვალ, 11 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ღონისძიებაზე სულ 15 ჯილდო გაიცემა და მათგან მთავარი პრიზები „წლის სიმღერა“ და „ხალხის რჩეული“ იქნება.

წლევანდელი მუსიკალური ცერემონიალი ლეგენდარულ ჯგუფს „ქვინს“ ეძღვნება.